ევროსაბჭოს მონიტორინგის დელეგაცია "ოცნებას" შეხვდა - მმართველი გუნდი თავის მართლების რეჟიმშია
საქართველოში სპეცილურად ჩამოსული ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წევრების "ქართულ ონებას" შეხვდნენ. დელეგაციის წევრებს აინტერესებდათ, რა გააკეთა "ქართულმა ოცნებამ" წევრობის სტატუსის მისაღებად? კითხვები ეხებოდა დეოლიგარქიზაციის კანონსაც, , რომლის მიღებასაც "ოცნება" ვენეციის კომისიის ურაყოფითი შეფასების მიუხედავად მაინც გეგმავს.
იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მთავარ პრობლემას ოპოზიციის პროტესტი წაროადგენს, რომელმაც 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
მათი ინტერესის საგანს წარმოადგენდა რა ნაბიჯებს გადავდგამთ ჩვენ იმ პუნქტებთან დაკავშირებით, რომელიც აქვს დარჩენილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. ეს არის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის საკითხი და ასევე სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები. გვექნება განხილვა, მსჯელობა და ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც თავსებადია ევროპულ სტანდარტთან, ვენეციის კომისიის მიდგომებთან, იქნება გათვალისწინებული და ასე იქნება ყველა კანონი მიღებული. ვენეციის კომისიამ სად გვითხრა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი არ უნდა მივიღოთ, ან ეუთო-ოდირმა სად თქვა ან რომელი საერთაშორისო ავტორიტეტულ ინსტიტუტს ან შესაბამის ევროპის სტრუქტურის განცხადების მიდგომას ეყრდნობიან, რომ თითქოს საქართველომ კანონი არ უნდა მიიღოს? რითი მართლდება მათი არმონაწილეობა სამუშაო ჯგუფებში? ეს ვერ მართლდება. ეს არის, პირდაპირ გეტყვით, რუსული საქმე, - თქვა სეხვედრის შემდეგ ანრი ოხანაშვილმა.