"ყველაფერი ტყულია, გარდა ერთისა..." - ნიკა გილაურის საგანგებო მიმართვა

29.03.23 13:34
"ყველაფერი ტყულია, გარდა ერთისა..." - ნიკა გილაურის საგანგებო მიმართვა

თაკო ჩარკვიანის ბრალდებებს ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური სიცრუეს უწოდებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

გილაური განმარტავს, რომ გუშინ გაკეთებული ყველა განცხადება, რომელიც მის ივანიშვილთან გაერთიანებას და ახალი პარტიის შექმნას უკავშირდება, აბსურდია. 

ძვირფასო ფბ მეგობრებო - 10 წელია არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია და არცერთი ინტერვიუ (პოლიტიკურ თემაზე) არ მიმიცია. არც გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე ვაპირებდი გამოხმაურებას, მაგარამ იმის გამო რომ მერე ვინმემ არ თქვას, რომ „გაჩუმება ნაწილობრივ მაინც თანხმობის ნიშანიაო“ ან „თუ ეგრე არ იყო ფბ-ზე დაგეწერა მაინცო“ 
ვწერ - აბსოლუტურად ყველა, გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებული განცხადება ჩემ შესახებ არის სრული სიცრუე, გარდა ერთისა - მართლა ვიყავი საქართველოს პრემიერ მინისტრი 2009 – 2012 წლებში და მართლა ბევრი კარგი რამე მაქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული, - წერს გილაური. 

მსგავსი სიახლეები