„ვის დედას ჩავაცვა შავები“ - ოპოზიცია პოლიციის თანამშრომელს სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ადანაშაულებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი მუქარაში ადანაშაულებენ - ენმ-ის გორის საკრებულოს წევრი, ანა ბალიაშვილის თქმით, მას რობი ღარიბაშვილი სიცოცხლის ხელყოფით ემუქრება.
ქალი ამტკიცებს, რომ ღარიბაშივლი მას სოციალურ ქსელში მუქარის შემცველ კომენტრებს მისი პოლიტიკური ატქიურობის გამო უწერდა.
ოპოზიციის ინფორმაციით, ბალიაშვილის მიმართ მუქარა მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა "ქართული ოცნების" კოორდინატორების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. პოსტიდან ირკვეოდა, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერები ემიგრაციაში წავიდნენ.
ორი დღის წინ, ქართული ოცნების მხარდამჭერების და კოორდინატორების მიერ დაწერილ ფეისბუქ პოსტზე, სადაც მე, როგორც მიმართვის ადრესატი ვიყავი მონიშნული, მიდიოდა ჩვენი ლანძღვა. ამ პოსტზე გააკეთა კომენტარი პიროვნებამ, რომელიც არის შსს-ს თანამაშრომელი...
ადამიანი, რომელიც ჩემი მისამართით წერდა კრიტიკულ კომენტარებს, იმ ადამიანს მიმართა პოლიციის თანამშრომელმა, ვინმე რობი ღარიბაშვილმა და შესთავაზა ასეთი რამე „ვის დედას ჩავაცვა შავები“. მე ეს აღვიქვი მუქარად, სიცოცხლის ხელყოფის მუქარად, ამიტომ პრევენციისთვის და იმისთვის, რომ სხვა ადამიანები იყვნენ დაცულები მსგავსი მუქარისგან, მივმართავთ შესაბამის უწყებას“ - ამბობს ანი ბალიაშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები მუქარასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.
აღსანიშნავია, რომ პოლიციელმამის მიერ დაწერილი კომენტარები წაშალა.