ნიკა გილაურის საარჩევნო სიაში კანდიდატად ჩართვის საკითხი 2020 წელს განიხილებოდა - ლევან ბეჟაშვილი

29.03.23 15:02
ნიკა გილაურის საარჩევნო სიაში კანდიდატად ჩართვის საკითხი 2020 წელს განიხილებოდა - ლევან ბეჟაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ  ნიკა გილაურის საარჩევნო სიაში კანდიდატად ჩართვის საკითხი 2020 წელს განიხილებოდა, თუმცა თემა დღის წესრიგიდან მას შემდეგ მოიხსნა, რაც პარტიამ პრემიერის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დაასახელა. 

ენმ-ს წევრი ჟურნალისტებს ეუბნება, რომ გილაური წარმოადგენს საქართველოში ერთ- ერთ ყველაზე მსხვილ ბიზნეს ოჯახს. ბეჟაშვილის თქმით, გილაურის გადასაწყვეტია, ჩაერთვება თუ არა ის პოლიტიკურ საკითხებში. 

„ბუნებრივია, თავის ფინანსური ინტერესები გააჩნია საქართველოს ეკონომიკაშიც და წონაც გააჩნია, ამიტომ მისი საქმეა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩაერთვება თუ არა პოლიტიკურ საქმიანობაში. მისი სახელი "ნაციონალურ მოძრაობასთან" მიმართებით 2020 წელს გაჟღერებული იქნა, განიხილებოდა მისი საარჩევნო სიაში კანდიდატად ჩართვის საკითხი, ეს საკითხი მოიხსნა მაშინ, როცა პრემიერ- მინისტრის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა დასახელდა, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია, ეს მოცემულობაა, რაც ბოლო წლებში მას "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" ჰქონია,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.

პოლიტიკოსი ირწმუნება, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" რაიმე დაპირისპირება არ არსებობს, თუმცა პარტიაში განსხვავებული ხედვების არსებობას ადასტურებს.

მისვე განცხადებით, თამარ ჩარკვიანის შესაძლოა რაიმე მოტივაცია გააჩნდეს. 

მას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული მოტივაცია, ანალიტიკური კვლევა შეიძლება უდევს საფუძვლად, ან კონკრეტული სხვა ინფორმაცია. თუმცა, ჩვენ საკითხზე ინფორმაცია გავიგეთ სოციალური ქსელებიდან, შევატყობთ, პოლიტიკური პროცესები როგორ განვითარდება, მის განცხადებებს ექნება თუ არა საფუძვლები, უახლოეს პერიოდში დავინახავთ, მკითხაობა, ბრალდებები უსაფუძვლოა და ისედაც ნეგატიურ პოლიტიკურ სივრცეს, კიდევ უფრო ნეგატიურად განაწყობს.“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

დეპუტატი ამტკიცებს, რომ ნიკა მელიას მიერ პარტიის დატოვების საფუძველს ვერ ხედავს. ბეჟაშვილის თქმით,  ხატიას დეკანოიძის შემთხვევაშიც, მისთვის უცნობია,  რამ განაპირობა მისი პარტიიდან წასვლა.

 ამასთან, თაკო ჩარკვიანის ბრალდებებს ენმ-ს ყოფილის თავმჯდომარე სიცრუეს უწოდებს. ნიკა მელია "კანონი და სამართლის" ლიდერს "კაგებეს" მეთოდები ტყუილების ტირაჟირენაში ადანაშაულებს და წერს, რომ ქვეყანას მომავალი მხოლოდ მაშინ ექნება, როდესაც უსახო მარიონეტების პოლიტიკოსებად დასმა დასრულდება. 

"კანონი და სამართლის" ლიდერმა თქ თქვა, რომ ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე ივანიშვილის ახალ "ფეიკ" პარტიაში ერთიანდებიან.

მსგავსი სიახლეები