არ მგონია, გილაურს პოლიტიკაში დაბრუნება სურდეს - ბაჩო დოლიძე
ბაჩო დოლიძე ირწმუნება, რომ ნიკა მელიას მასთან ყოფილი პრემიერი, ნიკა გილაური არ უხსენებია. საუბარია თაკო ჩარკვიანის განცხადებაზე, რომელმაც წყაროზე დაყრდნობით თქვა, რომ ივანიშვილი ახალ ფეიკ პარტიას ქმნის, რომლის თავჯდომარეც ნიკა გილაური იქნება, პარტიაში გაერიანებას კი ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე გეგმავენ.
ენმ-ს წევრი ფიქრობს, რომ გილაურს პოლიტიკაში დაბრუნება აღარ ენდობა, რადგ კერძო სექტორში წარმატებით საქმიანობს.
ერთი, რაც ვიცი გილაურზე, საკმაოდ წარმატებით მუშაობს იმ სფეროში, რომელშიდაც არის. ვიცი, რომ კერძო სექტორშია, შესაბამისად, არ მგონია ახლა დიდი სურვილი ამოძრავებდეს პოლიტიკაში შემოსვლის. ვინ აღარ უხსენებია, მაგრამ გილაური მართლა არ უხსენებია, - ამბობს დოლიძე.