შეწყვიტეთ პოლიტიკური შეტევა - ირაკლი კობახიძე შალვა რამიშვილს იცავს

29.03.23 15:17
შეწყვიტეთ პოლიტიკური შეტევა  - ირაკლი კობახიძე შალვა რამიშვილს იცავს

ქართული ოცნების თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ სექსუალურ შევიწროებაში მხილებული შალვა რამიშვილის წინააღმდეგ "პოლიტიკური მიზნებით ნაკარნახევი შეტევა მიმდინარეობს".

რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, მოვუწოდებ ყველას, შეწყვიტონ პოლიტიკური შეტევა შალვა რამიშვილზე, ეს არის სუფთა პოლიტიკური მიზნებით და მოტივებით ნაკარნახევი შეტევა, აქედან გამომდინარე, ვერ ვიქნები, რა თქმა უნდა, ამ კამპანიის მხარდამჭერი", - ამბობს კობახიძე. 

მეტიც, როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, POSTV-ის ხელმძღვანელს POSTV-ის რეიტინგის ზრდის გამო უპირისპირდებიან.

"POSTV გადავიდა მესამე ადგილზე, გაასწრო მთავარ არხს, გაასწრო ყველა ოპოზიციურ არხს და ეს არ მოსწონს, რა თქმა უნდა, ოპოზიციას და აქედან გამომდინარე, დაგეგმა კონკრეტული კამპანია შალვა რამიშვილის წინააღმდეგ, რომელიც არის POSTV-ის სახე", - ამბობს კობახიძე. 

მსგავსი სიახლეები