ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავების კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში იმარჯვებს - TI კორუფციის შესაძლო ნიშნების შესწავლას ითხოვს

29.03.23 13:53
ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავების კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში იმარჯვებს - TI კორუფციის შესაძლო  ნიშნების შესწავლას ითხოვს

აპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის ცოლის ძმის, ალეკო ხვისტანის კომპანია შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისი” სახელმწიფო შესყიდვებს იღებს - კვლევას "საერთაშორისო გამჭვირვალობა" ავრცელებს. 

დადგენილია, რომ ჯაფარიძის ცოლის ძმისა და "ქართული ოცნების" შემომწირველის, ალეკო ხვისტანის კომპანიამ ტენდერებიდან - 6 549 941 ლარი, საიდუმლო შესწიდვებიდან კი სავარაუდოდ 13 მლნ ლარზე მეტი მიღო.

ირკვევა, რომ შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისმა” 2011 წლიდან დღემდე ელექტრონული ტენდერებიდან და გამარტივებული შესყიდვებიდან 34,655,073 ლარის ხელშეკრულებები მიიღო.

TI-იმ გაარკვია, რომ კომპანიაში ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავების გამოჩენის შემდეგ შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისმა” საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო შესყიდვებში დაიწყო მონაწილეობა. 

ორგანიზაციის ცნობით, ალეკო ხვისტანი და შპს “ელექტრო სერვის მოტაჟის” 50% წილის მფლობელი ბონდო ომიანიძე მსხვილი პოლიტიკური შემწირველიც არიან, მათ ჯამში 230,000 ლარის შეწირულება აქვთ გაღებული.

"მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისის” მონაწილეობა შესყიდვებში და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო  ნიშნებს"- წერს გამჭვირვალობა საქართველო. 

კვლევა ვრცლად ნახეთ აქ

 

მსგავსი სიახლეები