ვოლტის და გლოვოს კურიერებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან გადაინაცვლეს
ვოლტის და გლოვოს კურიერებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები უწყებისგან მედიაციის პროცესში სასწრაფოდ ჩართვას მოითხოვენ.
„ჩვენ უკვე ორი თვეა ვმართავთ საპროტესტო აქციებს. კომპანია არ გამოდის, ჩვენ არ გველაპარაკება. გვინდა მივმართოთ შრომის და ჯანდაცვის მინისტრს, რათა ჩაერთოს მედიაცია გაუწიოს ამ პროტესტს დანიშნოს მედიატორი სასწრაფოდ. ჩიხშია შესული ჩვენი პროტესტი - აცხადებს აქციის მონაწილე.
ვოლტისა და გლოვოს კურიერების პარალელურად აზარაშვილის უწყებასთან აქციას მართავენ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობელბიც, ისინი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
„რა დააშავეს ჩვენმა ბავშვებმა, ისინი ისეთივე მოზარდები არიან, როგორიც მათი თანატოლები ამერიკის შეერთებულ შტატებში“ - აცხადებს ერთ-ერთი მშობელი.
ცნობისთვის კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და მათი შრომის დაფასებას ითხოვენ.