აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის მშობელი მინისტრს: 4 შვილის მამა ხართ, მათ გამო ხომ გადადგამდით მთებს, ჩვენებმა რა დააშავეს?

29.03.23 16:22
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის მშობელი მინისტრს: 4 შვილის მამა ხართ, მათ გამო ხომ გადადგამდით მთებს, ჩვენებმა რა დააშავეს?

აქონდროპლაზიის მქონე მოზარდების მშობლები ჯანდაცვის მინისტრათან შეხვედრას რამდენიმე დღეა უშედეგოდ ითხოვენ. უწყვეტი პროტესტის მიუხედავად, ზურაბ აზარაშვილი უწყებასთან შეკრებილებს ამ დრომდე არ შეხვედრია.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის დედამ დღეს მინისტრს მიმართა და დაინტერესედა რას გააკეთებდა იმ შემთხვევაში თუ მინისტრს ოთხი შვილიდან რომელიმეს მსგავსი დიაგზონი ჰქონდეს.

„ბატონო მინისტრო გთხოვთ ჩამობრძანდეთ და შეგვხვდეთ, ჩვენ მშობლები ვართ. ხომ გყავთ შვილები, ხომ ბრძანდებით ოთხი შვილის მამა, ხომ გადადგავდით მთებს და საქართველოში ხომ შემოიტანდით ამ მედიკამენტს, რომელიც მსოფლიომ აღიარა. რა დააშავეს ჩვენმა ბავშვებმა, ისინი ისეთივე მოზარდები არიან, როგორიც მათი თანატოლები ამერიკის შეერთებულ შტატებში“ - აცხადებს მშობელი.
 

მსგავსი სიახლეები