ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია თბილისის ქუჩებში - პრეზიდენტის გამოსვლა დემოკრატიის სამიტზე

29.03.23 16:40
ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია თბილისის ქუჩებში - პრეზიდენტის გამოსვლა დემოკრატიის სამიტზე

რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში გამართული მრავალათასიანი აქციის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის პრეზიდენტის ორგანიზებულ დემოკრატიის ფორუმზე ისაუბრა.

მისი თქმით,  ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

"ჩვენს გზას ევროინტეგრაციისკენ ალტერნატივა არ აქვს"- თქვა ქვეყნის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ ქვეყანაში გამოწვევად სასამართლო სისტემა რჩება. 

საქართველომ, რთული გეოპოლიტიკური გარემოს და შიდა დაძაბულობის მიუხედავად, მიაღწია წინსვლას ორ ძირითად პრიორიტეტთან დაკავშირებით: დასრულდა ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობა, მიღებულ იქნა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ეროვნული სამოქალაქო გეგმა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ზომები. მიუხედავად ამისა, ინკლუზიური პროცესით სასამართლო რეფორმის განხორციელება, რაც ჩვენი დასახული პრიორიტეტია, ჩვენგან კვლავ სათანადო ძალისხმევას მოითხოვს

მაშინ როცა, ეს ცვლილებები საქართველოს დეკლარირებული ვალდებულებების ნაწილი იყო და მოგვარდა ახალი კანონებისა, ან სამოქმედო გეგმების მიღებით მოგვარდა, ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია თბილისის ქუჩებში სამოქალაქო უფლებების ნებისმიერი კუთხით შეზღუდვის წინააღმდეგ გამოსვლითა და დემოკრატიულ პრინციპებთან ერთგულების დემონსტრირებით, რაც შთააგონებდა და შთააგონებს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე.

ამ პროტესტმა წარმატებას მიაღწია როგორც უცხოური აგენტების შესახებ კანონის გაუქმებაში, რაც დემოკრატიის გამარჯვება იყო, ასევე, პოლარიზაციის დაძლევის უნარის დემონსტრირებაში, როდესაც ის საერთო მიზნის ირგვლივაა გაერთიანებული. ამ თვალსაზრისით, დაიწყო ეროვნული თანხმობის პროცესი.

ჩვენი გზა დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი არის ჩვენი სტაბილურობის საფუძველი და მას ალტერნატივა არ აქვს.

მინდა გავიმეორო საქართველოს კიდევ უფრო ძლიერი დემოკრატიის მშენებლობის მტკიცე დაპირება და გამოვთქვა მზადყოფნა ვითანამშრომლოთ ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან უფრო დემოკრატიული, მშვიდობიანი და მდგრადი მსოფლიოს მშენებლობაში, რომელშიც საქართველო მოიპოვებს ადგილს, როგორც სანდო პარტნიორი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას:

"იმპერიალისტური ამბიციების მქონე შეუზღუდავი ავტორიტარული რეჟიმი" - თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები