"ოცნებამ“ შეთანხმება თავზე გადაახია მიშელს, ამიტომ გაუგებარია, როგორ შეიძლება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჰქონდეს სურვილი აქ ჩამოვიდეს - სამადაშვილი
“ქართულმა ოცნებამ“ მიშელს და ევროკავშირს შეთანხმება თავზე გადაახია, ამიტომ გაუგებარია, როგორ შეიძლება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჰქონდეს სურვილი აქ ჩამოვიდეს, - განცხადება ამის შესახებ „ლელოს“დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
ცნობილია, რომ შარლ მიშელი მოლდოვაში ჩადის, საქართველოში კი არ ჩამოსულა.
ევროკავშირის მოთხოვნების პირველი პუნქტი არის სწორედ მიშელის შეთანხმების სულისკვეთების აღდგენა და ამ შეთანხმების შესრულება. მიშელის შეთანხმება თავზე გადაახია მიშელს და ევროკავშირს „ქართულმა ოცნებამ" და ანულირება მოახდინა. ამიტომ გაუგებარია, როგორ შეიძლება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჰქონდეს სურვილი აქ ჩამოვიდეს ან აქტიური პოზიცია დაიკავოს სტატუსის მიღების პროცესში მაშინ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ მას შეუქმნა სერიოზული პოლიტიკური პრობლემები, როცა უარი თქვა მიშელის უშუალო თანამონაწილეობით მიღწეულ შეთანხმების შესრულებაზე“, - განაცხადა სამადაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების პროცესის დაწყების შესახებ ევროპულმა საბჭომ გადაწყვეტილება 2023 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.