სასამართლოს რეფორმა და პოლარიზაცია - ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფი ოპოზიციასთან შეხვედრებს აგრძელებს

29.03.23 17:27
სასამართლოს რეფორმა და პოლარიზაცია - ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფი ოპოზიციასთან შეხვედრებს აგრძელებს

სასამართლოს რეფორმა და პოლარიზაცია ისევ მთავარ გამოწვევად რჩება - საქარაველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფი დახურულ შეხვედრებზე, პარტიებს ეკითხება, რა კეთდება ქვეყანაში ამ პრობლემების მოსაგვარებლად და როგორ სრულდება 12 პირობა სტატუსის მისაღებად.

პარტნიორებმა ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალური შეხვედრები უკვე დაასრულეს.  წინ ქართულ ოცნებასთან შეხვედრაა, სადაც მმართველი პარტიის დეპუტატებს მოუწევთ ახსნან რატომ არ ტარდება რეფორმა სასამართლო სისტემაში და რას აკეთებენ სტატუსის მოსაპოვებლად.

„იყო აქცენტი გაკეთებული სასამართლო რეფორმასთან და ძალიან დიდი აქცენტი გაკეთდა პოლარიზაციასთან დაკავშირებით, რომ რომელი პარტია რას აპირებს იმისთვის, რომ პოლარიზაცია დაძლეული იქნას. ჩვენი პოზიცია არის, რომ ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ, აბსოლიტურად ყველა პოლიტიკურ ძალასთან იმისთვის, რომ მაქსიმუმი გაკეთდეს ამ 12 პუნქტის შესასრულებად.“ - თქვა დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.    

მსგავსი სიახლეები