ტენდერების სკანდალი - ვიქტორ ჯაფარიძე ამტკიცებს, რომ ცოლის ძმა მისი ნათესავი არ არის

29.03.23 17:16
ტენდერების სკანდალი - ვიქტორ ჯაფარიძე ამტკიცებს, რომ ცოლის ძმა მისი ნათესავი არ არის

ტენდერების სკანდალი - ვიქტორ ჯაფარიძე ამტკიცებს, რომ ცოლის ძმა მისი ნათესავი არ არის. საუბარია, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, ჯაფარიძის ცოლის ძმისა და "ქართული ოცნების" შემომწირველის, ალეკო ხვისტანის კომპანიამ ტენდერებიდან - 6 549 941 ლარი, საიდუმლო შესწიდვებიდან კი სავარაუდოდ 13 მლნ ლარზე მეტი მიღო.

"პირველების" ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ მიიღო ხვისტანმა საიდუმლო შესყიდვებზე წვდომა, "ხალხის ძალის" ლიდერი ამტკიცებს, რომ "მან არაფერი იცის".

მე რა ვიცი კაცო. მე მაქვს ჩემი ოჯახი, იმას აქვს მისი, მე ჯაფარიძე ვარ გვარად ის ხვისტანია მგონი ხომ? და რა ვქნა ეხლა აბა ცხოვრების უფლება არა აქვს იმას? “ - თქვა ვიქტორ ჯაფარიძემ.

დეპუტატი ამტკიცებს, რომ შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისი” პრივილეგიებით არ სარგებლობს: 

რატომ არის პრივილეგირებულში კაცო, საქმე აქვს. რა ვქნა ახლა თქვენ თუ კითხვები გაქვთ, ეგ ჩემთვის ბევრს მაინცდამაინც არფერს არ ნიშნავს. 

რანაირად არის ჩემი ნათესავი ალეკო ხვისტანი გამაგებინეთ ერთი.  როგორაა ჩემი ნათესავი? ნათესავი, რომ არ არის იმიტომ მყავს მოყვანილი ხვისტანი, რას ლაპარაკობთ კორუმპირებულები ხართ თავიდან ბოლომდე თქვენ კაცო, რანაირად მელაპარაკებით"- აღნიშნა მან (სტილი დაცულია)

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის ცოლის ძმის, ალეკო ხვისტანის კომპანია შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისი” სახელმწიფო შესყიდვებს იღებს - კვლევას "საერთაშორისო გამჭვირვალობა" ავრცელებს. 

ირკვევა, რომ შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისმა” 2011 წლიდან დღემდე ელექტრონული ტენდერებიდან და გამარტივებული შესყიდვებიდან 34,655,073 ლარის ხელშეკრულებები მიიღო.

 

 

 

მსგავსი სიახლეები