გილაური-მელიას პარტია - რეალობა თუ შეგნებულად გავრცელებული ჭორი?
გილაური-მელიას პარტია - რეალობა თუ შეგნებულად გავრცელებული ჭორი. რა დგას იმ ინფორმაციის უკან, რომელმაც დღეს დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ნიკა გილაური პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც თაკო ჩარკვიანმა ის ივანიშვილის ახალი პროექტის შემსრულებლად დაასახელა. მასთან ერთად კი გილაურის პარტიაში ნიკა მელიას და ხატია დეკანოიძის სახელებმაც გაიჟღერა.
ყოფილი პრემიერი პოლიტიკურ გეგმებს კატეგორიულად უარყოფს. "აბსოლუტურად ყველა განცხადება ჩემს შესახებ არის სრული სიცრუე" - წერს გილაური სოციალურ ქსელში.
ანალოგიური განცხადებები კეთდება ნიკა მელისაგან და ხატია დეკანოიძისგან. მელია თაკო ჩარკვიანის სკანდალური განცხადების უკან კონკრეტულ დამკვეთებს ხედავს.
ყველა მხარე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს ერთი ფაქტი გაიხსენეს. 2020 წელს მთავარი ოპოზიციური პარტია გილაურის საპარლამენტო სიაში ჩასმის საკითხს აქტიურად განიხილავდა. ანუ ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში მობრუნება 3 წლის წინ ოპოზიციის დღის წესრიგში იდგა.