მილიონები პრორუსი დეპუტატის ოჯახს - ვიქტორ ჯაფარიძის ცოლის ძმა "პირველების" ჟურნალისტს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა
პრორუსი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ცოლის ძმას ნათესავად არ აღიარებს. სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში მხილებულმა ცოლის ძმამ კი ტვ პირველის ჯგუფს აგინა და ჩვენს ჟურნალისტს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.
ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევით ცნობილი გახდა, რომ საეჭვო გარიგებებში ჯაფარიძის ოჯახის წევრები გამოჩდნენ.
ვიქტორ ჯაფარიძის ცოლის ძმის კომპანიას ბიუჯეტიდან ჯამში 32 მილიონი აქვს მიღებული. მხოლოდ საიდუმლო შესყიდვებიდან კი 13 მლნ - როგორ და რა პირობებით მიიღო მომსახურება თავდაცვის სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურიდან ხვისტანის კომპანიამ, უცნობია.
მკვლევარები პირდაპირ წერენ, რომ ვიქტორ ჯაფარიძის ცოლის ძმის გარიგებები სახელმწიფოსთან საეჭვოა, შესაძლოა, საქმე გვქონდეს კორუფციასთან და აუცილებელია, გამოძიება ანტიკორუფციულმა სააგენტომ დაიწყოს.
რა კავშირი აქვს სავარაუდო კორუფციულ გარიგებებთან ვიქტორ ჯაფარიძის შვილსაც?- ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟი.