"კეზერაშვილის მიერ ორკესტრირებული პოლიტიკური შეტევა" - "ოცნება" შალვა რამიშვილის დაცვას განაგრძობს

29.03.23 20:09
"კეზერაშვილის მიერ ორკესტრირებული პოლიტიკური შეტევა" - "ოცნება" შალვა რამიშვილის დაცვას განაგრძობს

მძიმე დანაშაულეში მხილებული შალვა რამიშვილის დაცვის კამპანიას "ოცნების" თავმჯდომარემ გაორმაგებული ძალებით განაახლა. ირაკლი კობახიძე მოუწოდებს ყველას, შეწყვიტონ პოლიტიკური შეტევა რამიშვილის წინააღმდეგ.  

"ოცნების" ლიდერი ფიქრობს, რომ ხელისუფლების პროპაგანდისტის სავარაუდო მსხვერპლ  ქალებს დავით კეზერაშვილი მართავს და მათ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს

ერთკვირიანი ფიქრის შემდეგ კი ხელისუფლებამ გამოსავალი იპოვა. გამოკითხვაზეა დაბარებული ანანია გაჩეჩილაძე, რომელმაც  შალვა რამიშვილის მიერ მისი შევიწროების დამდასტურებელი  აუდიო ჩანაწერი გაავრცელა.  დანარჩენი მსხვერპლი ქალების საჯარო  მხილებებზე კი გომელაურის უწყება ისევ არ რეაგირებს.

 

მსგავსი სიახლეები