სასამართლო კლანის იერიში თავისუფალ მედიაზე

29.03.23 20:23
სასამართლო კლანის იერიში თავისუფალ მედიაზე

სასამართლო კლანის იერიში თავისუფალ მედიაზე - დღეს კლანის ბოსები თავისის მართლების რეჟიმში იყვნენ და თავს "ტვ პირველს" ესხმოდნენ. ვნებათაღელვის მიზეზი უვადო მოსამართლის სისტემიდან და ქვეყნიდან წასვლაზე, შაბათს მომზადებული რეპორტაჟი გახდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ადასტურებს, რომ მოსამართლე ქვეყნიდან და სისტემიდან ნამდვილად წავიდა, თუმცა ამბობენ,  არა კლანური მმართველობის, არამედ შვილის ავადმყოფობის გამო. თუ ეს მიზეზი მათთვის ცნობილი იყო და დოკუმენტებში ეს ეწერა, მაშინ რატომ არ უთხრეს შაბათის ეთერის ჟურნალისტს, რომელმაც ეს ინტერვიუ ეთერში გასვლამდე ორი კვირით ადრე ჩაწერა?

მედიაზე იერიშისთვის დღეს ჯერ მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი გამოჩნდა, თუმცა მას შემდეგ რაც გვრიტიშვილმა კითხვებს ვერ უპასუხა, დამხმარე ძალად კლანის შეფი ლევან მურუსიძე გამოიძახეს, მან დაადასტურა, რომ ინტერვიუში ჟურნალისტისთვის დღეს გაჟღერებული ვერსია არ უთქვამს და არც შემდეგ დაკავშირებია ფაქტების დასაზუსტებლად.

არადა მურუსიძეს ამისთვის გონივრულზე მეტი ვადა ჰქონდა -  ორი კვირა. თუ ვნებათაღელვის შემდეგ მოსამართლეს ნიუ იორკიდან წერილი გამოაგზავნინეს, მაშინ რატომ არ გააკეთეს იგივე როდესაც ჟურნალისტი კითხვებზე პასუხს ითხოვდა, თუმცა მთელი  ამ კამპანიის მიზანი ლევან მურუსიძეს წამოცდა, ის ახლა სასამართლო სისტემის დაცვას არასამთავრობოებს სთხოვს. 

მსგავსი სიახლეები