ევროკავშირი: ვიწყებთ მოლაპარაკებებს გაწევრიანებაზე

29.03.23 20:31
ევროკავშირი: ვიწყებთ მოლაპარაკებებს გაწევრიანებაზე

გადაწყვეტილება მიღებულია - წლის ბოლოს ევროპული საბჭოს თავმჯდომარე  უკრაინის,  მოლდოვასა და საქართველოს  ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას გეგმავს. ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც მე ევროსაბჭოს წინაშე დავაყენებ - აცხადებს შარლ მიშელი, რომელიც მოლდოვაში იმყოფება.  საქართველოსგან განსხვავებით, შარლ მიშელი მოლდოვაში პირადად ჩავიდა. ესეც გზავნილია "ქართული ოცნებისთვის", რომელმაც ოპოზიციის შეფასებით, ევროპული საბჭოს პირველ პირთან  დიალოგის გზა მოიჭრა.   

ევროპული გეგმის ამოქმედებას თავისი წინაპირობები აქვს, რომლის შესრულებაც უპირველეს ყოვლისა  საქართველოსთვის არის სავალდებულო, რადგან  უკრაინისა და მოლოდოვისგან განსხვავებით, ქვეყანას  ჯერ  კანდიდატის სტატუსი  აქვს მისაღები.

შარლ მიშელის განცხადება პრაქტიკულად განაცხადია, რომ ევროკავშირი მზად არის საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების პროცესი დაიწყოს, ოღონდ  ყველაფერი დამოკიდებული იქნება ევროკომისიის დასკვნაზე, რომელმაც  საქართველოს მიერ შესრულებული ვალდებულებები უნდა შეაფასოს.

 

მსგავსი სიახლეები