ევროსაბჭოს დელეგაციის მთავარი სათქმელი: მესამე პრეზიდენტი ციხეში ქვეყნის პოლარიზაციიის ხარისხს ზრდის

29.03.23 20:41
ევროსაბჭოს დელეგაციის მთავარი სათქმელი: მესამე პრეზიდენტი ციხეში ქვეყნის პოლარიზაციიის ხარისხს ზრდის

მესამე პრეზიდენტი ციხეში ქვეყნის პოლარიზაციიის ხარისხს ზრდის -  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებმა დახურულ კარს მიღმა ოპოზიციას უთხრეს, რომ სააკაშვილის პატიმრობაზე  გამოსავალი აუცილებლად უნდა მოიძებნოს.  კომიტეტის ჯგუფი უკვე მრავალი წელია  ახორციელებს მონიტორინგს, როგორ ვითარდება ქვეყანაში დემოკრატია. მალე ახალი ანგარიში უნდა დაიწეროს. 

ამიტომ სპეციალური მისიით ჩამოსული დელეგაცია შეხვდა ოპოზიციასაც და  ხელისუფლებასაც, რომ დაადგინონ რა კეთდება ან არ კეთდება  ქვეყანაში  ევროპასთან დაახლოების მიზნით. ირკვევა რომ დეოლიგაქიზაციის კანონპროექტს ახლა ევროსაბჭო  განსაკუთრებული ინტერესით აკვირდება და ამოწმებს, გაითვალისწინებს თუ არა ქართული ოცნება   ვენეციის კომისიის დაწერილ შენიშვნებს.

 

მსგავსი სიახლეები