სკოლის პედაგოგმა მოსწავლე სცემა - ქალი სკოლიდან გაუშვეს

30.03.23 11:48
სკოლის პედაგოგმა მოსწავლე სცემა - ქალი სკოლიდან გაუშვეს

ძალადობის ფაქტი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ფლავის სკოლის პედაგოგი საკუთარი მოსწავლის ცემაშია მხილებული. მასწავლებლის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება კი კადრებია, რომელიც მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა თავად გადაიღეს.

საგაკვეთილო პროცესის დროს, გადაღებულ ვიდეო მასალაში კარგად ჩანს გეოგრაფიის პედაგოგი, რომელიც მოსწავლეს  ხელსა და თავის არეში ურტყავს. მომხდარი ფაქტის შემდეგ, სკოლამ პედაგოგი სამსახურიდან გაათავისუფლა. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია პოლიციაც. 

"დისციპლინურმა კომიტეტმა მუშაობა დაასრულა, დაუდასტურდა პედაგოგს ფიზიკური ძალადობა და პედაგოგი განთავისუფლდა სკოლიდან. სკოლამ ინფორმაცია მიაწოდა სამართალდამცავებს და დანარჩენი უკვე მათი საქმეა, იმის იქით არ ვიცი." - აცხადებენ სკოლაში. 

მსგავსი სიახლეები