ამტკიცებენ, რომ ძიუდოისტი ვცემე, მოწმე "დაზარალებულის" ცოლი და ივანიშვილის ახლოებლია - ზვიად კუპრავა

30.03.23 11:15
ამტკიცებენ, რომ ძიუდოისტი ვცემე, მოწმე "დაზარალებულის" ცოლი და ივანიშვილის ახლოებლია - ზვიად კუპრავა

საქალაქო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ სამი წლის წინ, კუპრავამ ძიუდოისტი სასტკად სცემა. 

კუპრავა არ გამორიცხავს, რომ დააკავონ. მისი თქმით,  სასამართლოს ჩვენებას  დაზარალებულად ცნობილი პირის მეუღლე, მეუღლე  სოფიო ჭაბუკიანი მისცემს, რომელიც ოპოზიციონერის თქმით, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. 

საქმე ეხება 2020 წლის არჩევნების დღეს, რეალურად დანაშაული იქ არ მომხდარა, მიუხედავად ამისა პროკურატურას დღეს გაახსენდა, რომ რაღაც ბრალი უნდა წაეყენებინა. სპორტსმენი არის კახა ხაჩიძე, მისი ძმა, მისი მეგობრები, სპორტული კლუბის წევრები არიან. დღეს იკითხება მისი მეუღლე, სოფო ჭაბუკიანი, რომელიც არის თავის მხრივ არის ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული  პირი. გამიზნულია, რომ პროკურატურის მხრიდან, კიდევ ერთი ბრალი დამდონ და სავარაუდოდ ეცდებიან, გამიშვან ციხეში, თუმცა მაქვს უამრავი მტკიცებულება," - ამბობს ზვიად კუპრავა.

ბიძინა ივანიშვილთან ახლობლობას  თავად სოფო ჭაბკიანიც არ უარყოფს. ქალმა "ტვ პირველთან" საქმის დეტალებზე საუბარი არ ისურვა. 

მსგავსი სიახლეები