შალვა რამიშვილს მორალური განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს - ანა წითლიძე

30.03.23 11:30
შალვა რამიშვილს მორალური განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს - ანა წითლიძე

"შალვა რამიშვილს მორალური განაჩენი საზოგადოების წინაშე უკვე გამოტანილი აქვს" - ამის შესახებ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა. 

ოპოზიციონერი ამბობს, რომ სექსუალურ შევიწროებაში მხილებული რამიშვილის წინააღმდეგ, სამართლებრივი განაჩენი მხოლოდ მაშინ დადგება, როცა ხელისუფლება შეიცვლება.

„შალვა რამიშვილს მორალური განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს საზოგადოების წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ ის საკუთარი ოჯახის წევრებს ვერ უყურებს თვალებში იმ ყველაფრის ფონზე, როდესაც ქალებმა საჯაროდ ამხილეს ის სექსუალურ შევიწროებაში.

შალვა რამიშვილთან დაკავშირებით სამართლებრივი განაჩენი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც "ქართული ოცნება" აღარ იქნება უკვე ხელისუფლებაში. ხელისუფლებამ, ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად არჩევით, სახალხო დამცველის ეს ინსტიტუტიც რეალურად წაიღო და შესაბამისად სახალხო დამცველი ვერ იქნება ეფექტური“ - განაცხადა ანა წითლიძემ.

ანანია გაჩეჩილაძე, რომელიც შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშუალებს, პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა. ჟურნალისტი გამოკითვაზე ფარული ჩანაწერით მივა, რომელიც შალვა რამიშვილის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულებაა. თუმცა, ანანია გაჩეჩილაძეს ახლა უფრო მეტად სახალხო დამცველის რეაგირების იმედი აქვს. რადგან ლევან იოსელიანის აპარატს,  შეუძლიაა მოკვლევა ხანდაზმულ საქმებზეც ჩაატაროს და ჭეშმარიტება დაადგინოს.

მსგავსი სიახლეები