დაკავებულ ბიჭს არ ვიცნობ, ,,დროას" წევრი არ არის, თუმცა მას აუცილებდალ დავიცავთ - ელენე ხოშტარია

30.03.23 12:40
დაკავებულ ბიჭს არ ვიცნობ, ,,დროას" წევრი არ არის, თუმცა მას აუცილებდალ დავიცავთ - ელენე ხოშტარია

,,დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერის, რომ 21 წლის დაკავებულ ბიჭს არ იცნობს, მაგრამ მას აუცილებლად დაიცავენ.

მარტის მოვლენებში ერთადერთი მოძალადეც და მოღალატეც არის ,,ქართული ოცნება", ვინც მიიტაცა პარლამენტი, იძალადა კონსტიტუციაზე და იძალადა ხალხზე. 
ახლა დაკავებულ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, არც ,,დროას" წევრია, მაგრამ ყველანაირად დავიცავთ. 
ახლა ვეძებთ კონტაქტებს ოჯახთან და მათი სურვილისამებრ მათ გვერდში ვიქნებით. 
ბრიუსელში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ დემონსტრანტების დაცვა იყო და ქვეყნის გარედანაც და შიგნიდანაც დავიცავთ მათ!" - წერს ელენე ხოშტარია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარტის აქციების მონაწილეების დაკავება დაიწყო.  "ოცნების" პროპაგანდისტების მტკიცებით, ერთ-ერთი დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი "დროას" წევრია.

მსგავსი სიახლეები