პროტესტის მეოთხე დღე რესპუბლიკურ საავადმყოფოში - მედიკოსებმა ახალი პეტიცია შექმნეს
პროტესტის მეოთხე დღე რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მედიკოსები უცვლელი მოთხოვნებით პასუხების მოლოდინში არიან. მოთხოვნათა სიაშია პირისპირ საუბარი ჯანდაცვის მინისტრთანააც, თუმცა მთავრობა ექიმების მოთხოვნებს დუმილით ხვდება. ექიმებმა დღეს ახალი პეტიციაც შექმნეს.
მედიკოსების აბსოლიტური უმრავლესობის მთავარი მოთხოვნაა, ისეთი დირექტორორობის კანდიდატურის არჩევა, რომელიც დაინიშნება კოლექტივთან შეთანხმებით და იქნება მათთვის მისაღები განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ზოგადმა ქირურგმა გივი პისარევმა.
დირექტორი, ვინც იქნება ვინც დაინიშნება იყოს ჩვენ კოლექტივთან შეთანხმებით, ჩვენი კოლექტივიდან იყოს კანდიდატურა ვინც იქნება ამ კოლექტივის ვინც აპროტესტებს და ეს არის აბსოლიტური უმრავლესობა იმისთვის მისაღები. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. აქტიურად განიხილება საკითხი სხვა ექიმების და კლინიკების მხარდაჭერის შესახებ ჩვენს მიმართ კარაგდ განვიხილავთ მათ საკითხს და მივაწოდებთ საზოგადოებას ინფორმაციას“ - ამბობს რესპუბლიკური საავადმყოფოს ზოგადი ქირურგი გივი პისარევი.