"მერე რა რომ ჟურნალისტია" - "რას ამბობს პოლიციელი, რომელმაც პუბლიკას დირექტორი ძალის გამოყენებით დააკავა

30.03.23 13:13
"მერე რა რომ ჟურნალისტია" - "რას ამბობს პოლიციელი, რომელმაც პუბლიკას დირექტორი ძალის გამოყენებით დააკავა

,,პირველებთან" პოლიციის თანამშრომელი, დავით მამულაშვილი ამტკიცებს, რომ "პუბლიკის" დამფუძნებელის, ჟურნალისტ ზურაბ ვარდიაშვილის დაკავებისას ძალებიპროპორციული იყო.

დავით მამულაშვილის თქმით, კითხვების არსებობის შემთხვევაში, ის შესაბამის სამსახურებში ისაუბრებს. შსს-ს თანამშრომლის მტკიცებით, მას ჟურნალისტისთვის თავში არაფერი ჩაურტყამს. 

ძალები იყო პროპორციული, თუ რამე გადაცდომაა, არსებობს შესაბამისი სამსახურები და ყველა კითხვას გავცემ პასუხს. იმ წუთას არ ვიცოდი რომ ჟურნალისტი იყო, მერე რა რომ ჟურნალისტია,  მეც ჩემს მოვალეობას ვასრულებდი. რა იყო მიზეზი, სასამართლო პროცესი განმარტავს. თავში არაფერი არ ჩმირტყამს," - ამბობს დავით მამულაშვილი.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში მარტის აქციებზე დაკავებული ჟურნალისტების სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები