ჩხრეკა აქციაზე დაკავებულის სახლში - პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისის ტანსაცმელი და გაფუჭებული ტელეფონი წაიღო
პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით გუშინ დაკავებული ახალგაზრდა, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისია.
ირკვევა, რომ პოლიციამ ახალგაზრდა ბიჭის სახლი გაჩხრიკეს. ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა ამბობს, რომ სამართალდამცველები ეძებდნენ ნიღბებს და მაისურს, თუმცა წაიღეს ტანსაცმელი და გაფუჭებული ტელეფონი.
„რომ მოვიდნენ ორდერი მაჩვენეს წავიკითხე, გავეცანი. ლაზარეზე არაფერი უკითხიათ. მე რიომ შევეკითხე, მითხრეს რომ აქციასთან დაკავშირებით ვართ მოსულიო. მხოლოდ ლაზარესოთახში შემოვიდნენ, გახსნენს კარადა ჰუდი ამოიღეს და შემეკითხეს მერე, რომ ლეპტოპი ან ტელეფონი თუ აქვს. ლეპტოპი არა აქვს და ტელეფონი, ძველი გატეხილი ტელეფონი ერთი ექვსი თვის წინ გაუტყდა და ის ტელეფონი ამოიღეს.
მე რომ შევეკითხე ლაზარეს სად კითხულობთ დაკავებული ხომ არ არის მეთქი მითხრეს რომ დაკავებულიაო.
გუშინ საღამოს 7 საათზე ლაზარეს ტელეფონით დავუკავშირდი დაველაპარაკე მალე მოვალო და მერე თერთრთმეტის ნახევარი იყო მგონი და ეს ჩხრეკა ჩაატარეს. რომ ვეკითხებოდი კონკრეტუკლად რაზე დააკავეს მითხრეს, რომ აქციასთან დაკავშირებით არის დაკავებული"- განაცხადა დაკავებულის ბაბუამ.
მისი თქმით, კადრებში, რომლიც ნახა მისი შვილიშვილის მხრიდან ძალადობის არცერთი ფაქტი არ ჩანს. დაკავებულის ოჯახის წევრის განცხადებით, ლაზარე გრიგორიადისი რამდენიმე წლის წინ, ცესკოსთან გამართული აქციის დროსაც დააკავეს:
მაშინაც აქციის დროს არის დაკავებული. რა თქმა უნდა უბრალოდ ვიდექიო და უკნიდან მოვიდნენიო ხელები ამომიტრიალეს და წამიყვანესო. ცეესკოსთან რომ ჩატარდა აქცია"- ამბობს "ტვ პირველის" რესპოდენტი.
ლაზარე გრიგორიადისის უფლებებს ადამიანის უფლებათა ცენტრი დაიცავს.