დღეს საქართველოში ოლიგარქია არის ხელისუფლებაში - პაატა მანჯგალაძე
ოპოზიციურ პარტიებში ფიქრობენ, რომ ოლიგარქის გავლენებისგან ქვეყნის გათავისუფლებას კანონი ვერ შეძლებს და ეს მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგადაა შესაძლებელი.
,,რეფორმების ჯგუფის" წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ოლიგარქია სისტემურად უნდა მოგვარდეს, რადგან ოლიგარქია ხელისუფლებაშია.
დღეს საქართველოში ოლიგარქია არის ხელისუფლებაში და იგივე კანონი იგივე მიზანს ვერ მოემსახურება. ამიტომ სისტემურად უნდა მოგვარდეს ოლიგარქია. თუ არ გაქვს სასამართლო, გაასაჩივრო ამა თუ იმ პირის ოლიგარქად გამოცხადების გადაწყვეტილება და იქაც ოლიგარქი დაგხვდება თადუმაძის სახით, მაშინ აზრი არ აქვს მსგავსი კანონის მიღებას, ყოველთვის შეიქმენა აღსრულების პრობლემა," - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
პარტია ,,საქართველოსთვის" წევრის, მიხეილ დაუშვილის აზრით, თუ ქვეყანაში დამოუკიდებელი ინსტიტუტები არ გვექნება, კანონის მიღება დეოლიგარქიზაციას ვერ უზრუნველყოფს.
რაც არ უნდა კარგი კანონი გვქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ კანონი, რომელსაც ოცნება გვთავაზობს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ვენეციის კომისიამაც ძალიან მკაცრად გააკრიტიკა ეს კანონპროექტი, ამის მიუხედავად უნდა გვესმოდეს, რომ რამდენად კარგი კანონსაც არ უნდა ვიღებდეთ, ცალკე აღბული კანონის მიღება დეოლიგარქიზაციას ვერ უზრუნველყოფს, თუ არ გვექნება დამოუკიდებელი ინსტიტუტები," - ამბობს მიხეილ დაუშვილი.