რაც ჩვენ სალომე ზურაბიშვილის არჩევისთვის ვიწვალეთ, ახია ჩვენზე - მამუკა მდინარაძე

30.03.23 14:15
რაც ჩვენ სალომე ზურაბიშვილის არჩევისთვის ვიწვალეთ, ახია ჩვენზე - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პრეზიდენტს არაობიექტურსა და ტენდენციურს უწოდებს. მამუკა მდინარაძე ნანობს, რომ სალომე ზურაბიშვილის გამო "იწვალეს". 

"რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ, რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე, - თქვა მამუკა მდინარაძემ.

 პრეზიდენტის პარლამენტში ვიზიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე მდინარაძემ განაცხადა, რომ ის ზურაბიშვილის ნაცვლად ვერ ისაუბრებს, შესაბამისად არ იცის, კვლავ გააკეთებს თუ არა პრეზიდენტი აქცენტს ივანიშვილის ოლიგარქობის საკითხზე.

ქალბატონი სალომეს მაგივრად როგორ ვილაპარაკო წინასწარ, როდესაც არ ვიცი. ხშირად არის არაობიექტური შეფასებები, ხანდახან ადამიანს გიჩნდება განცდა, რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ, რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე, იმდენად ტენდეციური აღმოჩნდა, საბოლოო ჯამში, ქალბატონი სალომე“,- ამბობს მამუკა მდინარაძე.

მსგავსი სიახლეები