"ორიენტაციაარეული, გზასაცდენილი კაცი" - დაკავებულ 21 წლის ბიჭზე

30.03.23 14:25
"ორიენტაციაარეული, გზასაცდენილი კაცი" - დაკავებულ 21 წლის ბიჭზე

"ორიენტაციაარეული, გზასაცდენილი კაცი"  - ასე მოიხსენიებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მარტის აქციების მონაწილე ახალგაზრდას, რომელიც შსს-მ გუშინ დააკავა. 

"ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული და ასეთი ადამიანები ძალადობდნენ პოლიციელების წინააღმდეგ, ამას სჭირდება სათანადო შეფასება" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ლაზარე გრიგორიადისზე საუბრისას. 

ეს ახალგაზრდა კაცი, გზასაცდენილი კაცი არის დაკავშირებული ბოლშევიკურ ტროიკასთან, ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას ერთობასთან, ესეც მიუთითებს რაზე, რომ ამ პირს ამოძრავებდა კონკრეტული სუბიექტური ინტერესი. როგორც მოგეხსენებათ, ეს ბოლშევიკური ტროიკა არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ეს პირი მოქმედებდა კონკრეტული ინტერესით, რომ მათი დაფინანსება არ ყოფილიყო გამჭვირვალე. აქედან გამომდინარე, ასეთი ორიენტაციაარეული ადამიანების ქმედებები უნდა იყოს სათანადოდ შეფასებული როგორც სამართლებრივად, ასევე საზოგადოების მიერ" აცხადებს კობახიძე. 

მსგავსი სიახლეები