ომბუდსმენის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილთან კონსილიუმის წევრების ვიზიტი დღესაა დაგეგმილი

30.03.23 15:10
ომბუდსმენის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილთან კონსილიუმის წევრების ვიზიტი დღესაა დაგეგმილი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები დღეს შევლენ. 

"ჩემი მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა ამ პროცესს არ ექმნება და ვერ შეექმნება, რადგან კონსილიუმი თავად იღებს გადაწყვეტილებას, რა სიხშირით და როდის შევა. ფორმალური ნაწილი, რაც დაკავშირებულია ჩემი მხრიდან საბუთებთან, დიდი ხანია მოგვარებულია, ხელმოწერილია რწმუნებები. 

რაც შეეხება, როდის შევლენ, ჩემი ინფორმაციით, ვიზიტი დაგეგმილია დღეს, ისინი თავადვე თავს იკავებენ დეტალებზე საუბრისგან და მეც არ ვისაუბრებ, მაგრამ უახლოეს დღეებში ეს ვიზიტი შედგება“, – განაცხადა იოსელიანმა. [საზოგადოებრივი მაუწყებელი]

მსგავსი სიახლეები