ბოიკოტი ზურაბიშვილს - გიორგი ვაშაძე პარლამენტში პრეზიდენტის ანგარიშს არ დაესწრება
გიორგი ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილს ბოიკოტი გამოუცხადა - სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი პრეზიდენტის წლიურ ანგარიშს პარლამენტში არ დაესწრება.
ვაშაძე ამბობს, რომ ზურაბიშვილს აღარ ენდობა, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ხვალ სხდომათა დარბაზში საერთოდ არ შევიდეს.
ოპოზიციონერი დეპუტატისთვის წყალგამყოფი პოლიტ პატიმრების საკითხი აღმოჩნდა. ვიდრე პრეზიდენტი ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს, ვაშაძე საუბრის აზრს ვერ ხედავს.
მისი თქმით, პარლამენტში სავარაუდოდ იქნება "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი, დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე.
სანამ ექსპერტული შეფასებებიდან კონკრეტულ ნაბიჯებზე არ გადავა, მე მასთან მიმართებით ნულოვანი ნდობა მაქვს და ეს აბსოლუტურად სწორი მგონია. 19 აპრილის შეთანხმების გარანტორი იყო ეს ადამიანი და მიუხედავად ამისა, პოლიტიკური მართლმსაჯულება, რომელიც მთავარი საკითხი იყო ამ შეთანხმებისა ამაზე არაფერი გააკეთა. მთელი ევროპა, მთელი საქართველო ამდენი ხანია ითხოვს, გამოიყენოს შეწყალებს მექანიზმი და მას არ იყენებს. შეგონებების მოსმენის დრო არ მაქვს"- თქვა მან.