სქესობრივ დანაშაულში ბრალდებული 63 წლის კაცი კლინიკაში გადაიყვანეს

30.03.23 17:15
სქესობრივ დანაშაულში ბრალდებული 63 წლის კაცი კლინიკაში გადაიყვანეს

სქესობრივ დანაშაულში ბრალდებული კაცი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს. 63 წლის მამაკაცი შეუძლოდ გახდა.

დაკავებლის ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებული "ცრუ დასმენის" გამო ორი დღეა სტრესშია: 

"ვინაიდან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ძალიან გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, დროებითი მოთავსების იზოლატორმა ჩათვალა საჭოროდ  გამოეძახა სასწრაფო  სამედიცინო დახმარება და ექიმებმა გადმოიყვანეს ის სტაციონარში. ამჟამად უტარდება კვლევები. რაც შესახებ ბრალს წარდგენას, გამოძიებას აქვს ვადა, რომ შესაბამისი საპროცესო ვადა განახორციელოს. სტრესიდან გამომდინარე, რაც მოჰყვა ოქროს მოწმის მხრიდან ცრუ დასმენას, ის ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, გუშინაც, დღესაც და სწორედ ამან გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება" - ამბობს ადვოკატი 

პროკურატურას საღამოს 22:00 საათამდე აქვს დრო იმისთვის, რომ დაკავებულს 15 წლისნ გოგონას მიმართ ჩადენილ სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე ბრალი წარუდგინოს. 

მომხდარზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს. დაკავებული დანაშაულის ჩადენას არ აღიარებს. 

მსგავსი სიახლეები