ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საქართველოში კიდევ ბევრია გასაკეთებელი - აშშ-ის მომავალი ელჩი

30.03.23 19:57
ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საქართველოში კიდევ ბევრია გასაკეთებელი - აშშ-ის მომავალი ელჩი

"ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან, რომ დავეხმარო ოცნებების ასრულებაში, რათა მოხდეს მათი ინტეგრაცია ევროკავშირში, ნატოსა და დასავლეთში"- ამის შესახებ რობინ დანიგანმა სენატში განაცხადა. 

დანიგანი პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოში ახალი ელჩის კანდიდატად წარადგინა. დიპლომატი ამბობს, რომ საქართველოში ბევრი რამ არის გასაკეთებელი. 

ამასთან, დიპლომატის თქმმით, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეერთებული შტატების ინტერესებშიცაა. 

რობინ დანიგანი ასახელებს 4 პრიორიტეტს, რომელსაც ელჩად არჩევის შემთხვევაში საქართველოსთვის გააკეთებს: 

თუ დამამტკიცებენ, მაქსიმალურად შევეცდები, გავატარო შეერთებული შტატების ინტერესები საქართველოში. დიდი პრივილეგია წარმოვადგენდე შეერთებულ შტატებს, როგორც კარიერულად დიპლომატი. თუ დამამტკიცებენ ფოკუსირებას 4 პრიორიტეტზე მოვახდენ. პირველი იქნება ჩემი გუნდის უსაფრთხოება და კეთილდღეობა აშშ-ს საელჩოში საქართველოში. მეორე -  ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან , რომ დავეხმარო მათ ოცნებების ასრულებაში, რათა მოხდეს მათი ინტეგრაცია ევროკავშირში, ნატოსა და დასავლეთში.

ევროატლანტიკური ინტეგრაცია არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს წაადგება, არამედ მჯერა, რომ ეს შეერთებული შტატების ინტერესებშიცაა. ჩვენ გვინდა, დემოკრატიული საქართველო დასავლეთთან მტკიცედ ინტეგრირებული, იყოს საკუთარი საზღვრის დაცვისუნარიანი და შეეძლოს გაუძლოს რუსეთის აგრესიის წნეხს.

საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში დიდ პროგრესს მიაღწია, მაგრამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.  

მესამე იქნება, ორმხრივი სავაჭრო შეთანხმება - გაიზარდოს შტატების ექსპორტი და ამერიკული კომპანიების შესაძლებლობები საქართველოში. ჩემი საბოლოო პრიორიტეტი იქნება, დავეხმარო საქართველოს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაში. რადგან საქართველოს 20 პროცენტი ისევ არის აქვს ოკუპირებული რუსეთის ფედერაციას. მე ვიმუშავებ საქართველოსთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან , რომ რუსეთმა შეასრულოს ვალდებულებები და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

მსგავსი სიახლეები