თუ არბიტრაჟში დავა მოვიგეთ, ბიუჯეტის ფულს ხელს არ მოვკიდებთ - მამუკა ხახარაძე

30.03.23 19:30
თუ არბიტრაჟში დავა მოვიგეთ, ბიუჯეტის ფულს ხელს არ მოვკიდებთ - მამუკა ხახარაძე

"ლელო-საქართველოსთვის" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე "ტვ პირველთან"  ამბობს, რომ არბიტრაჟის დავა ანაკლიის პორტის აშნებას ემსახურება. 

პოლიტიკოსის თქმით, საქართველოს იმდენ ფულს ხარჯავს არბიტრაჟში, რომ ეს თანხა ანაკლიის პროექტის დასრულებას ეყოფოდა. 

ხაზარაძის განცხადებით, სპეკულაციაა და ტყუილია იმაზე პედალირება, რომ თითქოს მათ მოითხოვეს კოლოსალური თანხა ხელისუფლებისგან. "ლელოს" ლიდერი აღნიშნავს, რომ თანხის ოდენობას მესამე პირი განსაზღვრავს. 

ამასთან, როგორც მან "დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში" ჩართვისას განაცხადა, არბიტრაჟის მოგების შემთხვევაში ის ბიუჯეტის ფულს ხელს არ ახლებს. 

ორი დავა მიდის - ერთი მსოფლიო ბანკის არბიტრაჟით და მეორე, ჟენევის საერთაშორისო არბიტრაჟით. თანხის ოდენობას მომჩივანი მხარე არ ადგენს. ჩვენ არ დაგვიდგენია ეს მესამე პირმა დაადგინა. 

რომ არ იყოს სპეკულაციები, მატყუარა პრემიერს მინდა ვუთხრა, რომ პროექტში სამი მილიონი კი არა 80  მილიონია ჩადებული და ეს აუდიტით დასტურდება. ეს არის ის 80 მილიონი, რომელიც ინვესტორებს ქართულმა ოცნებამ წაართვა. 

პირდაპირ ვამბობ, თანხა რომელიც სადაოა, არავისთან არ წავა. ჩვენ მას არ მოვითხოვთ, ეს იქნება იძულება, რომ ავაშენოთ ანაკლია. ჩვენ თანხისთვის კი არა ანაკლიის ასაშენებლად ვიბრძვით ბიუჯეტის ფულს ხელს არ მოვკიდებთ. 

მსგავსი სიახლეები