რუსეთი საქართველოში დეზინფორმაციას ავრცელებს, ეს აისახება ქვეყანაზე - აშშ-ის ელჩობის კანდიდატი

30.03.23 20:20
რუსეთი საქართველოში დეზინფორმაციას ავრცელებს, ეს აისახება ქვეყანაზე - აშშ-ის ელჩობის კანდიდატი

რობინ დანიგანმა, რომელიც პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოში ახალი ელჩის კანდიდატად წარადგინა, სენატის მოსმენაზე საქართველოში რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები შეაფასა.

სენატორ ვან ჰოლენის შეკითხვის საპასუხოდ დიპლომატმა თქვა, რომ პროტესტს აშშ ახლოდან აკვირდებოდა.  დიპლომატი ამბობს, რომ რუსეთი სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს საქართველოში, მათ შორის კრემლი დეზინფორმაციას ავრცელებს: 

ახლოდან ვადევნებდით თვალყურს საქართევლოში განვითარებულ პროტესტს აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებით . ეს ასახავდა საქართველოს მოქალაქეების სურვილს გახდნენ ევროკავშირის წევრი. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველ ხალხს აქვს სურვილი ამ გზაზე, ვფიქრობ, ჩვენი ინტერესი უნდა იყოს რომ გავაგრძელოთ მათი მხარდაჭერა ამ გზაზე. მე მჯერა, რომ რუსეთი ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს საქართველოში, მათ შორის დეზინფორმაციის გავრცელებაა, ეს გავლენას ახდენს ქვეყანაზე. უმნიშვნელოვანესია,  ჩვენი დახმარებით განახორციელონ დემოკრატიული რეფორმები , ევროკავშირმა დადო 12 რეკომენდაცია, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, რომ მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი. თუ დამამტკიცებენ, ვიმუშავებ, რომ დავეხმარო მთავრობას ამ რეფორმების შესრულებაში"- განაცხადა დანიგანმა. 

მისი პასუხის შემდეგ  ვან ჰოლენმა დასძინა: "სწორად აღნიშნეთ დეზინფორმაციის ნაწილია ისიც, რომ შეერთებული შტატები ცდილობს ჩაითრიოს საქართველო რუსეთს წინააღმდეგ ომში. რაც რა თქმა უნდა სიმართლე არ არის".

მსგავსი სიახლეები