მოლოტოვის კოქტეილის საქმე - პოლიციამ მარტის აქციების მონაწილე დააკავა, "ოცნებამ" 21 წლის ბიჭის გაშავება დაიწყო
მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებული 21 წლის მამაკაცი ზაჰესის იზოლატორში დუმილის უფლებას იყენებს. ლაზარე გრიგორიადისს ბრალი ოფიცილაურად ცოტა ხნის წინ წაუყენეს. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეს გამოძიება პოლიციის მისამართით ქვებისა და მოლოტოვის კოექტეილის სროლას, შემდეგ კი პოლიციის მანქანის დაწვას ედავება.
21 დღიანი ფიქრის შემდეგ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ სადამსჯელო ოპეარცია განახლდა. გომელაურის უწყებას ლაზარეს წინააღმდეგ აქვს კადრები, საიდანაც დანაშაულის დამტკიცება შეუძლებელია. ამ კადრების გაშიფვრას კი სამი კვირა მოანდომეს. ახალგაზრდა კაცი პოლიციამ გვიან ღამით მეგობრის სახლში აიყვანა, შემდეგ კი მისი სახლი გაჩხრიკეს. პარალელურად ოცნებამ ახალგაზრდა კაცის გაშავების კამპანია დაიწყო. ახლა დაკავებული სასამართლო ვერდიქტის მოლოდინშია.
როდის გაიმარტება სხდომა? - ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟი