მეჯვრისხევში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს
სოფელ მეჯვრისხევში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. აქ ცოტა ხნის წინ შუახნის მამაკაცის ცხედარი ნახეს. გარდაცვლილს პირველადი დათვალიერებით მრავლობით დაზიანებები აღენიშნება. ადგილზე არ გამორიცხავენ რომ ის რომელიმე მტაცებლის მსხვერპლი გამხდარიყო. მამაკაცის ცხედარი ძველი ფაბრიკის ტერიტორიაზე, ნანაგრევებში იპოვნეს.