"ოცნების" დიდი სინანული - მმართველ პარტიაში ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში წვლილის შეტანას ძალიან ნანობენ
ქართლი ოცნების დიდი სინანული - მთელი პარტიის სათქმელი დღეს მამუკა მდინარაძემ ამოთქვა. "ახია ჩვენზე" - ამბობს უმრავლესობის ლიდერი სალომე ზურაბიშვილის საპასუხოდ. პრეზიდენტობის ოთხი წლისთავზე "ოცნება" აღარ მალავს, რომ ზურაბიშვილმა მათ ყველა იმედი გაუცრუა და ახლა ძალიან ნანობენ, მის გაპრეზიდენტებაში რომ წვლილი შეიტანეს. განცხადებები პრეზიდენტის წინააღმდეგ მის პარლამენტში მისვლამდე ერთი დღით ადრე გაკეთდა
ეს კი აჩენს მოლოდინს, რომ ხვალ სხდომათა დარბაზში სალომე ზურაბიშვილისა და ოცნების გაყრის ბოლო და გადამწყვეტი სერია შედგება. აპირებს თუ არა უმრავლესობა სრული შემადგენლობით დაესწროს პრეზიდენტის მოხსენებას, ჯერ უცნობია. პარტიის ლიდერები ამ დრომდე რეგიონებში დადიან და არ არის გამორიცხული სალომე ზურაბიშვილის მოსასამენად თბილისში არც კი დაბრუნდნენ. უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტს დემარშს ოპოზიციიდან გიორგი ვაშაძე გამოუცხადებს.