"იუვენტუსი წალენჯიხაში"- ტურიინში ისტორიულ კონტრაქტს მოეწერა ხელი
"იუვენტუსი წალენჯიხაში"- დღეს ტურიინში ისტორიულ კონტრაქტს მოეწერა ხელი. წალენჯიხაში იუვენტუსის საფეხბურთო სკოლა იხსება. ახალგაზრდა ფეხბურთელებს უკვე მსოფლიო ბრენდის საფეხბურთო სკოლაში მოამზადებენ. კონტრაქტს ხელი ლელო საქართველოს ლიდერმა და იუვენტუსის ხელმძღვანელობამ მოაწერეს.
ამ შეთანხმების თანახმად კი წალენჯიხას იუვენტუსის ბრენდის გამოყენების უფლება ექნება, ანუ სამგერელოში გაჩნდება იუვენტუსის კაფეები და სხვა ობიექტები. წალენჯიხიდან რამდენიმე კილომეტრში საოკუპაციო ხაზია. ოკუპირებული აფხაზეთიდან უნდა დაინახონ როგორ ვითარდება საქართველო- ასეთია პროექტის ავტორების ჩანაფიქრი.