რა უნდა გავაკეთოთ, რომ შევამციროთ რუსეთის გავლენა საქართველოზე - სენატორის კითხვა ელჩობის კანდიდატს
"თქვენ საუბრობდით ქართულ ოცნებაზე, ბიძინა ივანიშვილის გავლენაზე, რა უნდა გავაკეთოთ, რომ შევამციროთ რუსეთის გავლენა საქართველოზე, რომელის ქვეყანას მისკენ ექაჩება"- შესაბამისი კითხვით მიმართა ამერიკელმა სენატორმა რიკეტსმა რობინ დანიგანს.
სენატის სხდომაზე საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა თქვა, რომ შტატები საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების შენებაში უნდა დაეხმაროს.
ძალიან კრიტიკული კითხვაა. მე ღრმად მჯერა, რომ ჩვენი მხარდაჭერით დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების შენებაში, გააძლიეროს დამოუკიდებელი მედია, სასამართლო სისტემა, ეს არის ის ნაბიჯები, რომელიც დაემართება საზოგადოების გაძლიერებაში, რომ გახდნენ უფრო გამძლე რუსული ჩარევებისგან"- თქვა დიპლომატმა.
ამის შემდეგ რიკეტსი დაინტერესდა, უნდა გაავავლონ თუ არა მტკიცე ხაზი ანტი დემოკრატიული ძალების წინააღმდეგ საქართველოში
ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელი საქართველოს მთავრობასთან იმ შემაშფოთებელ ნაბიჯებზე, რომელიც ვნახეთ, მე მათთაან ვიქნები გულწრფელი, ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასთან ახლაც გვაქვს როგორც ვიცი.