პრეზიდენტი დღეს პარლამენტში ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს

31.03.23 10:25
პრეზიდენტი დღეს პარლამენტში ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს

პარლამენტში დღეს საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტსა და ხალხს მიმართავს. რიგგარეშე სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

არსებული ინფორმაციით, პარლამენტის სხდომაზე მთავრობის წევრები, დიპლომატები, ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სახალხო დამცველი და ასევე, სასულიერო პირები არიან მიწვეულები. 

პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, სიტყვით ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები გამოვლენ. მათი გამოსვლების დასრულების შემდეგ კი პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება პარლამენტს დასკვნითი სიტყვით მიმართოს. ამის შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომა დაიხურება.

პარალელურად, საკნაონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების განსაკუთღებული ზომები მოქმედებს. დღეს შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს.

მსგავსი სიახლეები