ანტოკორუფციული ბიუროს პრეზენტაცია - დარბაზში მედია ღონსიძიების დასრულების შემდეგ შეუშვეს
ცერემონიების სასახლეში დღეს ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერია. ღონისძიებას მთავრობის წევრებთან ერთად პრემიერიც ესწრებოდა.
მედიის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ღონისძიების ოთახში არ შეუშვეს, პრეზენტაციას თვალყურს განცალკევებული ტერიტორიიდან ადევნებდა. ჟურნალისტები დარბაზში მხოლოდ მას შემდეგ შეუშვეს, რაც პრეზენტაცია დასრულდა და იქ აღარვინ იმყოფებოდა.
ბიუროს ხელმძღვანელი ირაკლი ღარიბაშვილმა თავად დანიშნა, ამიტომ ბიუროს საქმიანობას ოპოზიცია ეჭვქვეშ აყენებს. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ მთავრობა საკუთარი გუნდის სავარაუდო კორუფციულ საქმიანობას არ გამოიძიებს.
საპირისპორ ამტკიცებდა დღეს პრემიერი.
ბიურო გამოირჩევა დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით, რაც ასევე მოიცავს ფინანსურ დამოუკიდებლობას. იგი პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისო ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე, რაც გულისხმობს მათ წინაშე ყოველწლიურ ანგარიშგებას,- განაცხადა პრემიერმა.