პრეზინდეტი საქართველოს ინტერესს უპირისპირდება, ვფიქრობ, მისი გამოსვლა ხისტი იქნება - ვოლსკი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ფიქრობს, რომ დღეს პრეზიდენტი საკუთარ გამოსვლაში ხისტი იქნება. გიორგი ვოლსკის თქმით, სალომე ზურაბიშვილის საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს და "რადიკალური ოპოზიციის" რიტორიკას იმეორებს.
ამიტომ ვუჭერდით მხარს, რომ განსხვავებუი აზრი აქვს, თავისი პოზიციები გააჩნია, მაგრამ როდესაც ეს აზრი, ეს დამოკიდებულება საკითხების მიმართ უპირისპირდება არა ხელისუფლებას, არამედ საქართველოს ინტერესს, რომ წარმატებით გაყვეს იმ გზას, საგარეო კურსს, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია და როდესაც ეს მანიპულაციები, რომელიც გაისმის რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ექსტრემისტული მოძრაოებების მხრიდან არის მისთვის მთავარი ასეთი სახელმძღვანელო გამონათქვამების ჩამონათვალში იკავებს მოწინავე ადგილს, მე ვფიქრობ, რომ მისი გამოსვლაც პარლამენტში იქნება საკმაოდ ხისტი, - ამბობს ვოლსკი.
საქართველოს რპეზიდენტს დღეს პარლამენტში ელოდებიან, სალომე ზურაბიშვილმა ყოველწლიური ანგარიში უნდა წარადგინოს.