თუ პრეზიდენტის სიტყვა სხვა სახელმწიფოებზე იქნება მორგებული, ამას ვიტყვით - მაჭარაშვილი
'ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი დღევანდელ მოხსენებაში, შესაძლოა, სუბიექტური იყოს. ივანიშვილის დაჯგუფების წევრი ისევ იმეორებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ჯერ საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე უნდა იზრუნოს და არა სტრატეგიულ პარტნიორებზე.
თუ საქართველოს პრეზიდენტი და მისი სიტყვა იქნება მიმართული საქართველოს ინტერებისკენ, ამასაც ვიტყვით, რომ ეს კარგია და თუ ის იქნება სუბიექტური და უფრო სხვა სახელმწიფოებზე მორგებული, ამასაც ვიტყვით, რომ ეს არის არასწორი, იმიტომ, რომ ახლა არის იმის დროს, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე, პრეზიდენტია ეს, პარლამენტია თუ მთავრობაა, ვინ ემსახურება საქართველოს ინტერესებს და ვინ ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს. პარტნიორობაც კარგია, მეგობრობაც კარგია, მაგრამ ჯერ საკუთარ სახლში და სამშობლოშია დასალაგებელი ინტერესები და მერე სხვა ქვეყანაში, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტს დღეს პარლამენტში ელოდებიან. სალომე ზურაბიშვილმა ყოველწლიური ანგარიში უნდა წარადგინოს.