ომბუდსმენის ინსტიტუტი უზურპირებულია, გთავაზობთ იურიდიულ დახმარებას - "ლელო" მომიტინგეებს მიმართავს

31.03.23 11:35
ომბუდსმენის ინსტიტუტი უზურპირებულია, გთავაზობთ იურიდიულ დახმარებას - "ლელო" მომიტინგეებს მიმართავს

მარტის აქციების მომიტინგეებს, რომელთა წინააღმდეგაც ხელისუფლება ზეწოლის და დაშიანების კამპანიას აწაროებს, პარტია "ლელო" იურიდიულ დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ ოპოზოციურმა პარტიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

თამაზ დათუნაშვილის თქმით,  "ფრანკლინის კლუბის" და სხვა მომიტინგეების წინააღმდეგ სუსი მხრიდან მიზანმიმართული ტარგეტირება ხდება. დათუნაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ახალგაზრდების წინააღმდეგ დაშინების და მორალური გატეხვის კამპანიას აწარმოებს. 

ოპოზიციური პარტიის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანაში სახალხო დამცველის ინსტიტუტიც უზურპირებულია, ამიტომ საზოგადოება ახლა ერთად უნდა დადგეს და სიმართლისთვის ერთად უნდა იბძროლოს. 

 მე მინდა მოვუწოდო ღარიბაშილს, კობახიძეს და ‘ქართული ოცნების“ სხვა უპასუხისმგებლო ლიდერებს: ეს არის ძალიან სახიფათოდ ა საშიში პროცესი. მიმდინარეობს ადამიანებზე ისეთი ტიპის სიბინძურის გარეთ გამოტანა, რაც, უბრალოდ, აღარ ჯდება არცერთ პოლიტიკურ ჩარჩოებში., ამიტომ მოვუწოდებ, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს პროცესი, რადგან ძალიან მძიმედ შეიძლებად ამტავრდეს ეს ყველაფერი. 
ამის გარდა, „ლელო“ და ჩვენი იურისტების ჯგუფი მზად ვართ, რომ ყველა ადმაინას, ვინც დაზარალებულია, რომელიც ახლა არის მსხვერპლი ამ ძალადობის, ზეწოლის და დაშიანების კამპანიის, გაუწიონ იურიდიული მხადაჭერა.
დღეს, როდესაც საქართელოში აღარ არსებობს სახალხო დამცველის ინსტიტუტი და ისიც უზურპირებულია „ქართული ოცნების“ მიერ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუდგეთ გვერდში, - განაცხადა დათუნაშილმა. 

 

 

მსგავსი სიახლეები