ქართველი ხალხის ნება უნდა აღასრულოთ, სწორედ ამისთვის ხართ აქ - პრეზიდენტი "ოცნებას"
პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენება დაიწყო. სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით "ქართულ ოცნებსა" მიმართა და აღნიშნა, რომ მათ ქვეყნის ევტოინტეგრაციასთან დაკავშირებით ხალხის ნება უნდა აღასრულონ.
თქვენ წინაშე გამოსვლისთვის სწორედ ეს მეტად სიმბოლური დღე ავარჩიე. რამეთუ საქართველო დღესაც გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგას. ისევე როგორც მაშინ, ეროვნული ინტერესი ხელისუფლებისგან მოითხოვდა გამბედავი ნაბიჯის გადადგმას, ახლაც ეროვნული ინტერესი მისგან მოითხოვს ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანას. 31 მარტს და 9 აპრილს ხელისუფლება ემსახურებოდა ქართველი ხალხისა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, დღესაც ეროვნული ინტერესი და ხალხის გამოკვეთილი ნება თანხვედრაშია, მიზანიც ნათელია - ეს ევროპული მომავალია. ხელისუფლებამ კი დღესაც უნდა აღასრულოს ქართველი ერის ნება. სწორედ ამისთვის მოგცათ თქვენ ხალხმა მანდატი, სწორედ ამისთვის ხართ აქ და ამიტომ მინდა შეგახსენოთ კონსტიტუციაში თქვენ მიერვე ჩაწერილი მუხლი, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად", - თქვა პრეზიდენტმა.