"ოცნების" რიგებში აღარ ისმის განსხვავებული ხმა, რადგან ეს ავტომატურად მანდატების დატოვებას ნიშნავს - პრეზიდენტი

31.03.23 13:09
"ოცნების"  რიგებში აღარ ისმის განსხვავებული ხმა, რადგან ეს ავტომატურად მანდატების დატოვებას ნიშნავს - პრეზიდენტი

თქვენს რიგებში უკვე აღარ ისმის არცერთი ოდნავ განსხვავებული  აზრი, რადგან ეს ავტომატურად მანდატის დატოვებას ნიშნავს, - ამის შესახებ რპეზიდენტმა პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ დაწყებულია მმართველი პარტიის გაძლიერების პროცესი, რომელიც გავლენას ახდენს მთავრობასა და პარლამენტზე. 

პრეზიდენტმა ასევე იერიში პარტიის თავმდჯომარეზეც მიიტანა და თქვა, რომ კობახიძე ყველა პოლიტიკურ საკითხზე საკუთარ პოზიციას წინასწარ აცხადებს. 

„ქართული ოცნებიდან“ ნელ-ნელა გადინება დაიწყეს განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური გემოვნების ადამიანებმა. თქვენს რიგებში უკვე აღარ ისმის არცერთი ოდნავ განსხვავებული  აზრი, რადგან ეს ავტომატურად მანდატის დატოვებას ნიშნავს. დაიწყო პარტიის გავლენის გაძლიერება მთავრობასა და პარლამენტზე. პარტია გადაიქცა გადაწყვეტილებების მიღების სივრცედ. პარტიის თავმჯდომარე საკუთარ პოზიციას წინასწარ აცხადებს ყველა პოლიტიკურ საკითხზე და რაც მთავარია, ბუნდოვანი გახდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, რომ არაფერი ვთქვა ღია დისკუსიაზე, - თქვა პრეზიდენტმა. 

მსგავსი სიახლეები