გავრილოვის ჩამოყვანით ქვეყნის საგარეო კურსის მიმართ პირველად გააჩინეთ ეჭვები - რპეზიდენტი "ოცნებას"
პრეზიდენტმა "ქართული ოცნება" ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან საკუთარ წლიურ ანგარიშში ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქვეყნის კურსთან დაკავშირებით კითხვები ჯერ კიდევ გავრილოვის საქართელოში ჩამოყვანის დროს გაჩნდა, ხოლო რეალური ფერიცვალება 2021 წელს მოხდა.
თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც ბოლო წლებში გადადგმული გაუგებარი ნაბიჯებით უპირისპირდება ქვეყნის საგარეო მიზანს და ხალხის მანდატს. 2019 წელს გავრილოვის ჩამოყვანით და აქ დასმით ქვეყნის მიმართ პირველად გააჩინეთ ეჭვები და კითხვის ნიშნები, თუმცა რეალურად, ხელისუფლების საგარეო კურსის ფერიცვალება 2021 წელს იწყება. მაშინ, როცა ქართულ პოლიტიკას ტოვებს „ქართული ოცნების“ მაშინდელი თავმდჯომარე ბატონი ბიძნა ივანიშვილი, იწყება დიდი გაუგებრობა იმაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ ახალ კურსზე. ამის თვალსაჩინო მაგალითია ევროპული საბჭოს უმაღლესი ხელმძღვანელის შეურაცხყოფა და მიდი შედგენელი დოკუემნტის ისე ანულირება, რომ არავინ ჩათვალა საჭიროდ თუნდაც მისი გაფრთხილება, - თქვა ზურაბიშვილმა.