უადგილო დროს განაცხადეთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდებით - ზურაბიშვილი
საქართველო პრეზიდენტმა მოქმედი ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე არ მიერთების გამო გააკრიტიკა. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვის გამოსავლისას ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ "ოცნება" პოლიტიკურ სოლიდარობას ემიჯნება და ეს არასწორია.
ყველა პოლიტიკური სოლიდარობის გამოხატვას ვერიდებით თუ ვემიჯნებით. 25 თებერვალს სრულიად უადგილო ადგილას და უადგილო დროს ვაცხადებთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, მაშინ, როდესაც პირიქითაა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ არ და ვერ დავაწესებთ ჩვენ ეროვნულ სანქციებს, მაგრამ ვუერთდებით საერთაშორისოს. მეტს არავინ არაფერს გვთხოვდა რც ჩვენ და არც მოლდოვას, - თქვა პრეზიდენტმა.