ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობენ - ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნება" მოსკოვის რიტორიკის გამეორებაში ღიად დაადანაშაულა. პრეზიდენტის თქმით, მეორე ფრონტის თემა ერთი ერთში იმეორებს რუსეთის გზავნილებს და ეს ქართველ ხალხს კარგად ესმის.
რაც არ უნდა ეცადოთ და გაავრცელოთ ეს მეორე ფრონტის კონსპირაციული თეორიები, ქართელმა ხალხმა კარაგდ იცის, რომ ევროკავშირის შექმნის იდეა სწორედ მშვიდობას ემსახურება და არა ომს. ევროკავსირი საქრათველოსი პირდაპირ ემსახურება ჩვენი ქვეყნის მშვიდობას . ამდენად, რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ეს მოდელირებული სცენარები, რომელიც წინა ხელისუფლებას სჩვეოდა და საეჭვოდ ემთხვევა რუსეთისა და სეპარატისტების გზავნილებს, თავს მაოხვიოთ ხალხს, შედეგს ვერ მიაღწევთ. ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობენ, - თქვა ზურაბიშვილმა.